fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ჩინეთის ქუჩებში ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი გადაადგილდება, ტაივანმა “მირაჟები” ააფრინა

ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტთან დაკავშირებული დაძაბულობა პიკს აღწევს: მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ბორტმა, რომელზეც პელოსს მოიაზრებენ, ტაივანისკენ აიღო გეზი, ჩინეთმაც და ტაივანმაც ჰაერში ასწიეს ავიაგამანადგურებლები, ჩინეთის ქუჩებში კი საკონსტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის გადაადგილების ამსახველი კადრები მედიამ გავრცელა.

საუბარია საკონტინეტთაშორისო ბალისტიკურ სარაკეტო კომპლექს DF-5B-ზე.

აღნიშნული რაკეტის მოქმედების რადიუსი 12. 000-15. 000 კილომეტრია და რაკეტაზე, მაქსიმუმ, 8 წყალბადის ქობინის დამაგრებაა შესაძლებელი.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ჩინეთის გზაგადამჭრელმა ავიაგამანადგურებლებმა საბრძოლო პატრულირება დაიწყეს ტაივანის საჰაერო სივრცეში, ტაივანმა “მირაჟის” ტიპის გამანადგურებლები ააფრინა, ხოლო ტაივანში შემავალი ყველა “გარე” კუნძული სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი – პირველად 1996 წლის კრიზისის შემდეგ.

ამავდროულად კი, ტაივანის პარლამენტში ნენსი პელოსის ვიზიტისთვის ემზადებიან – იქ წითელ ხალიჩას აგებენ.

  • შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას.
  • გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი: https://t.me/alfaprt
  • გმადლობთ ნდობისთვის!
მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული