Bellingcat-მა მოახერხა იმ რუსი ოკუპანტის სრული იდენტიფიცირება, რომელიც მთავარი მოქმედი პირი იყო უკრაინელი, დატყვევებული მეომრის სასტიკი მეთოდით წამებასა და დახვრეტაში.
ის ტუველი, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, 1993 წელს დაბადებული ოჩურ-სუდე მონგუშია.
სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ ის ბატალიონ “ახმატს” (ე.წ. კადიროველები) შეუერთდა. დადგენილია წამების ლოკაციაც: ლუგანსკის ოლქი, სანატორიუმი «Приволье».
–
უკრაინელი მეომრის წამების უმძიმესი კადრები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე იმ შემთხვევაში, თუ გაფრთხილების მიუხედავად, რომ კადრები შეიცავს შოკის მომგვრელ კონტენტს, მაინც ხართ თანახმა, გადახვიდეთ ბმულზე: