fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“არ შემიძლია თქმა, ვინაა დამნაშავე…” – ვოლინა ოლენკოვოზე [VIDEO]

“ვინაა დამნაშავე, ამის თქმა არ შემიძლია, ჩემთვისაც გაუგებარია. ეს დროის საკითხია”, – ასე პასუხობს უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი ვოლინა ტელეარხ “როსიას” მიერ დასმულ შეკითხვას, ვინ არის დამნაშავე ოლენკოვოს კოლონიის ტრაგედიაში.

“როცა ადამიანებს ელოდებიან სახლში, როცა შესაძლოა, სახლში დაბრუნებამდე სულ ცოტაა დარჩენილი და ასეთი უბედურება ხდება, ეს ტრაგედიაა”, – ამბობს ვოლინა რუსულ მედიასთან საუბარში.

“მე მინდა მოკითხვა გადავცე ჩემს მეუღლეს, დედას, ვუთხრა მათ, რომ იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები”, – ამბობს ვოლინა ინტერვიუს ბოლოს.

სერგეი ვოლინა, “აზოვის” წარმომადგენლებთან ერთად, ბოლომდე იცავდა მარიუპოლს, სანამ უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალში არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “აზოვსტალის” მცველები რუს ოკუპანტებს ჩაბარებოდნენ. ამის შემდეგ ისინი ჯერ ფილტრაციის ბანაკში, შემდეგ კი ოლენკოვოში გადაიყვანეს, ხოლო “აზოვის” მეთაური დენის პროკოპენკო, ასევე სერგეი ვოლინა და რამდენიმე სხვა მეთაური, გავრცელებული ინფორმაციით, ოლენკოვოს კოლონიდან რუსეთში, დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რაც შეეხება ოლენკოვოს კოლონიის დაბომბვას, არსებული ლოგიკური ანალიზით, იქ რუსეთმა თერმობარული იარაღი გამოიყენა, რათა “აზოველები” მოეკლა, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ კოლონია უკრაინელებმა “ჰაიმარსით” დაბომბეს. ოლენკოვოს ტრაგედიას 50-ზე მეტი “აზოველი” ემსხვერპლა.

  • შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას.
  • გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი: https://t.me/alfaprt
  • გმადლობთ ნდობისთვის!
მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული