fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

აფხაზური “პიატნაშკას” ერთ-ერთი მეთაურის ნაღმზე აფეთქება კადრში მოხვდა [VIDEO]

უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისე ბოევიკებით დაკომპლექტებული აფხაზური შენაერთის “პიატნაშკას” ერთერთი მეთაური ალიას ავიძბა, რომელიც ბატალიონის მეთაურის ახრა ავიძბას მარჯვენა ხელია, დონბასში ნაღმზე აფეთქდა.

ავიძბას ნაღმზე აფეთქების მომენტი კადრში მოხვდა: “ალფა სიხშირეს” უკრაინიდან იშვიათი კადრები მიაწოდეს, რომელზეც უკრაინაში ავიძბას (საძახისი “Горец”) ნაღმზე აფეთქებაა ასახული.

 ამ აფეთქებამ ავიძბას მარჯვენა ფეხი მუხლსქვემოთ მოწყვიტა. ვიდეოზე ჩანს როგორც აფეთქების მომენტი, ასევე პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

 წინასწარი ვარაუდით, ავიძბა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, აფეთქების ადგილას მანამდე ავიძბას ორმა თანამებრძოლმა დაზიანების გარეშე გაიარა. ფოტო აფეთქების შემდეგაა გადაღებული.

გაფრთხილება, სანამ ნახავთ ვიდეოს: +18, მძიმე შიგთავსი.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ასევე ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე:

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული