fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ანტონოვკის ხიდი აღარ არსებობს: А шо сталос (რა მოხდა)?

ხერსონთან მდებარე დასახლება ანტონოვკის ხიდი განადგურებულია. წინასწარი ინფორმაციით, ხიდზე 10 მძლავრი აფეთქება დაფიქსირდა, რამაც ისედაც დაზიანებული ხიდის ჩანგრევა გამოიწვია.

ეს ხიდი უკრაინელებმა მანამდეც, ორჯერ დაბომბეს. ამის შემდეგ, ხიდი, ფაქტობრივად გამოუსადეგარი იყო ჯავშანტექნიკის გასატარებლად და რუსმა ოკუპანტებმა იქ საბორნე გადასასვლელი მოაწყვეს.

მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ხიდის შესაკეთებელი სამუშაოები დაიწყეს, ანტონოვკის ხიდი კიდევ ერთხელ, მიზანმიმართულად დაიბომბა, დღევანდელი დაბომბვის შემდეგ კი საერთოდაც, ჩაინგრა.

რატომ იყო რუსი ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ანტონოვკის ხიდი?

დნეპრის დინების სიგანე ამ მონაკვეთზე დაახლოებით 1000 მეტრია, რაც მდინარის გადასახალად ბუნებრივ ბარიერს ქმნის. ანტონოვკის ხიდი დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები ტერიტორიიდან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთით აქვს ოკუპირებული.

ეს ტერიტორია მოიცავს ქალაქ ხერსონსაც, რომელიც პოლიტიკურად და სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.

სავარაუდოდ ანტონოვკის ხიდი Himars/M270-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, GMLRS-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის GPS-ით მართვადი რაკეტების გამოყენებით დაიბომბა.

უკრაინული მხარის განცხადებით, დაბომბვების დროს ხიდზე გადაადგილდებოდა 9 ერთეული სატვირთო რომელიც სავარაუდოდ საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული.

“ანტონოვკის ხიდი არის ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი, რომლის აღდგენასაც რუსები ცდილობენ. ჩვენ მას ვაკონტროლებთ და ვახსენებთ ჩვენს დისტანციურად ყოფნას”, – თქვა ნატალია ჰუმენიუკმა, ოპერატიული სარდლობის “პივდენის” (“სამხრეთი”) სპიკერმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული