უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ წუთებში დროებით ოკუპირებულ ხერსონს დისტანციურად უტევენ – თვითმხილველები ქალაქში აფეთქებების შესახებ იტყობინებიან და ვიდეოსაც ავრცელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, იბომბება დარევკის ხიდი მდინარე ინგულეცზე – უკრაინის არტილერიამ, სავარაუდოდ, სწორედ ეს ხიდი დაბომბა ან ჭურვები სადღაც, ხიდის სიახლოვეს ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აგრძელებენ ქვეყნის სამხრეთ ფრონტზე წამოწყებულ კონტრშეტევებს, ამასთან, უცხოელ და უკრაინელ ექსპერტებს თამამი პროგნოზები აქვთ და ამბობენ, რომ საბოლოო, გარდამტეხი შეტევები სულ მალე დაიწყება.
აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინელებმა 29 ივლისს ერთხელ უკვე დაბომბეს დარევკის ხიდი და მას მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენეს.
ამღამინდელი დაბომბვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.