fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

14 წლის წინ, საქართველოში რუსეთის შეჭრამ ევროპაში 21-ე საუკუნის პირველი ომი გამოიწვია – ფოტიგა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის შეჭრამ საქართველოში მაშინ პირტველი ომი გამოიწვია 21-ე საუკუნის ევროპაში.

“14 წლის წინ რუსეთის ფედერაცია შეიჭრა საქართველოში, რამაც გამოიწვია ოცდამეერთე საუკუნის პირველი ომი ევროპაში. მხოლოდ აშშ-ს მტკიცე ერთგულებამ და ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.

დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში აქვს გავლენა არამხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.

ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არასოდეს განხორციელებულა რუსი აგრესორის მიერ. ნების, მონდომების და სტრატეგიული აზროვნების ნაკლებობა, რომ აიძულოს კრემლი უპირობოდ განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიებიდან გავიდეს, არის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს არაერთხელ დაერღვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა აგრესია, როგორც ამას აკეთებს დღეს უკრაინაში“, – აცხადებს ანა ფოტიგა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული