თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ყოფილი შეფი, ცნობილი იგორ გირკინი (“სტრელკოვი”) ისევ აგრძელებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დადანაშაულებას წარუმატებელ სამხედრო მოქმედებებში.
მისი თქმით, “მთელი ინტერნეტი აჭრელებულია ფსკოვის 106-ე საჰაერო-მოიერიშე დივიზიის პოლკოვნიკების ფოტოებით, რომლებიც ბრიანკასთან მოკლე”.
“რომელ შენიღბვაზე, რა სტრატეგიაზე მელაპარაკებით, როვა ყოველდღე, 18:00 საათზე, რამდენიმე კვირა, თუ მთელი თვე არა – ისინი ბაზაზე იკრიბებოდნენ და თათბირობდნენ. ჰოდა, აიღეს უკრაინელებმა და ხიეს… გასაკვირია რამე?”.
შეგახსენებთ, დივიზიის მეთაურთა ლიკვიდაციის შემდეგ, მათი დაკრძალვის რიტუალს რუსულმა მედიამ სიუჟეტები და სტატიები მიუძღვნა, ანუ დაადასტურა, რომ სამი პოლკოვნიკი ლიკვიდირებულია: პოლკოვნიკი ვასილევი, 51-ე პოლკის მეთაური,
პოლკოვნიკი კუდრინი, მეთაურის მოადგილე შეიარაღების საკითხებში,
პოლკოვნიკი კუზმინოვი, მეთაურის მოადგილე ზურგის უზრუნველყოფის საკითხებში.