fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ზღვის მხრიდან სარაკეტო იერიშებია მოსალოდნელი – უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა

უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის “სამხრეთის” სარდლობა იუწყება, რომ მაქსიმალურად გაზრდილია ზღვის მხრიდან სარაკეტო იერიშების საფრთხე რუსი ოკუპანტების მხრიდან.

“სამხრეთის” ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 17 ხომალდი და კატერი შავი ზღვის ყირიმის ნახევარკუნძულის მონაკვეთზე მანევრირებს, ძირითადად, ტარნანკუტიდან ნოვოროსიისკის მიმართულებებზე.

მათგან ექვსი ფრთოსანი რაკეტების (“კალიბრი”) მატარებელია. სულ მათ შეუძლიათ 44 რაკეტის გაშვება. ამავე დროს, მანევრირებად ხომალდებს შორის ოთხი დიდი სადესანტო კატარღაცაა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული