fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ზელენსკის აქვს გეგმა, როგორ დააბრუნოს რუსეთი 24 თებერვლამდელ პოზიციებზე – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან მოისმინა გეგმა, როგორ უნდა დააბრუნოს რუსეთი იმ პოზიციებზე, სადაც ის 24 თებერვლამდე იყო.

ამის შესახებ ჯონსონმა მადრიდში, ნატოს სამიტზე განაცხადა და დაამატა, რომ “ეს ის არის, რაც ყველას გვინდა”.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი დაისჯება იმ ტერორისტული შეტევების გამო, რეასაც ის უკრაინის ტერიტორიაზე უკეთებს ორგანიზებას. მაგალითად, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას ზელენსკიმ “ევროპაში ბოლო საუკუნის ყველაზე ამაზრზენი ტერაქტი” უწოდა და განაცხადა, რომ ეს მიზანმიმართული იერიში იყო, ამის შემდეგ კი დაამატა, რომ მათთვის ცნობილია იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც კრემენჩუკზე სარაკეტო დარტყმის ბრძანება გასცა.

მოგვიანებით, უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექს დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მალე მიიღებს “შესაბამის პასუხს და მოუწევს ზღოს” იმის გამო, რაც კრემენჩუკში ჩაიდინა.

რაც შეეხება 24 თებერვლის პოზიციებზე რუსეთის დაბრუნების გეგმას, უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალში, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამხედროები ამბობენ, რომ გარდამტეხი მომენტი აგვისტოში დადგება და, სავარაუდოდ, უკრაინის არმიის კონტრშეტევები შემოდგომიდან დაიწყება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული