fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ზელენსკიმ სრულიად უკრაინის გათავისუფლება დაგვავალა – დანილოვი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთლიანად უკრაინის გათავისუფლება დაგვავალა, მან სწორედ ასეთი ამოცანა დასვა სამხედროების წინაშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექს დანილოვმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა.

როცა ჟურნალისტმა მას ხერსონის ოლქის გათავისუფლების შესახებ შეკითხვა დაუსვა, ოლექს დანილოვმა უპასუხა:

“მე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ საუბარია არამხოლოდ ხერსონის ოლქზე, არამედ მთელი ქვეყნის გათავისუფლებაზე, სრულ დეოკუპაციაზე. და როცა პრეზიდენტი სვამს ამოცანას ჩვენი სამხედროების წინაშე, საუბარია მთელ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი ტერიტორიის მყისიერად გათავისუფლებას ვერ შევძლებთ, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალი გვიყენებს ამოცანას, რომ აგრესორისგან გათავისუფლდეს მთელი ჩვენი ტერიტორია. ეს მხოლოდ დროისა და თანმიმდევრულობის საკითხია”, – აცხადებს დანილოვი.

შეგახსენებთ, მანამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული