fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ВСУ-ს დანაკარგები ფრონტზე, ამ თვეს საგრძნობლად შემცირებულია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ფრონტზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინა ბრძოლის ველზე ყოველდღიურად კარგავს 30-მდე დაღუპულ და 250-მდე დაჭრილ ჯარისკაცს, მაშინ, როცა საომარი მოქმედებების პიკზე ეს მაჩვენებელი 100-დან 200-მდე მერყეობდა.

ზელენსკის განცხადებით, ეს გამოწვეულია უკრაინაში დასავლური, თანამედროვე შეიარაღების შემოსვლით. მანამდე ოკუპანტები 12 ათას ჭურვს ისროდნენ უკრაინელთა 1-2 ათას ჭურვთან თანაფადრობაში, ახლა უკვე უკრაინას შეუძლია დღეში 6.000-მდე ჭურვის გასროლა. როგორც ვხედავთ, რუსეთის მიერ გასროლილი ჭურვების რაოდენობა, სხვაობის შემცირების მიუხედავად, მინიმუმ, ორჯერ მეტია.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული