fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“Все идет по п*зде…” – ოკუპანტი ამბობს, რომ 10 დღეში 21 საწყობი აუფეთქეს [VIDEO]

რუსი ოკუპანტი ჯარისკაცი უკრაინის ფრონტზე არსებულ მდგომარეობას ახასიათებს, როგორც ურთულესს და მას “ნამდვილ სასაკლაოს” უწოდებს.

“განწყობილება საშინელია, იმის გამო, რაც ხდება… მდგომარეობა ძალიან რთულია, ისინი წარმატებულ წინააღმდეგობას გვიწევენ, ჩვენი ბიჭები იღუპებიან, წუხელ რაკეტები ჩამოაგდეს სტახანოვში, ზუსტად იმ ადგილს მოარტყეს, სადაც უნდა მეორტყათ… კვირანახევარში 21 საბრძოლო მასალების საწყობია აფეთქებული, ეს, უბრალოდ, კოშმარია…”, – ამბობს რუსი ჯარისკაცი.

შეგახსენებთ, 20-21 ივლისის ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა შტურმი მიიტანეს ბახმუტის მიმართულებაზე, რაც ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მასობრივ საარტილერიო დაბომბვაში გამოიხატა. ამით რუსული შენაერთები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ წინ, ჯერჯერობით, ვერ წაიწიეს. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტებს უკრაინელებმაც შეუტიეს. განადგურებულია მტრის 5 საყრდენი, მათ შორის, სამეთაურო პუნქტი, ასევე აფეთქებულია საბრძოლო მასალების საწყობები მიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში.

საერთო ჯამში, მხოლოდ 20-21 ივლისის განმავლობაში, უკრაინელთა შეტევის შედეგად, მოკლულია 111 ოკუპანტი, განადგურებულია ჰაუბიცა “Мста-Б”; 2 თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა “Нона-С”; უპილოტო საფრენი აპარატი “Элерон”; 13 ️ერთეული დაჯავშნული და სხვა ტიპის სამხედრო მანქანა.

დადასტურებულია სამეთაურო და სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტებისა და ჯამში, 6 საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება ხერსონის, ბერისლავისა და კახოვსკის რაიონებში.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული