fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ვისოკოპოლიესთან ე.წ. კატიოლში 1000-ზე მეტი ოკუპანტის მოქცევა ფეიკი აღმოჩნდა

დასახლება ვისოკოპოლიესთან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცევისა და თითქოსდა რუსი სამხედროების მიერ მოთხოვნილი მწვანე დერეფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც “ალფანიუსიც” წერდა მას შემდეგ, რაც ის მასობრივად გავრცელდა უკრაინულ მედიაში, ფეიკი აღმოჩნდა.

ამის შესახებ “ინსაიდერ უკრაინა” წერს, რომელიც ალყის არსებობას ვისოკოპოლიესთან თავიდანვე უარყოფდა და უარყოფა გააგრძელა მას შემდეგაც, რაც უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის, ოლექს არესტოვიჩმა, ინფორმაცია დაადასტურა.

დღეს ოლექს არესტოვიჩი აცხადებს, რომ “ვისოკოპოლიესთან ჩვენები არცთუ წარმატებულად მოქმედებენ”.

“ჩვენები იქ მაინცდამაინც წარმატებულად არ მოქმედებენ და გარკვეუწილად, ძალთა ნაკლებობასაც განიცდიან, რათა წრე შეკრან. იმისთვის, რომ ეს ტაქტიკური ალყად გადაიქცეს, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ”, – ამბობს ოლექს არესტოვიჩი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული