fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ვინიცის დაბომბვის შემდეგ ათეულობით ადამიანი დააკავეს – უშიშროება დამკვალიანებლებს ეძებს

უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ქალაქში ათეულობით ადამიანი დააკავეს, – სამაღთალდამცველები ეძებენ პირს ან პირთა ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ოკუპანტებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ შენობაში უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ და ასევე, კოორდინატები გადასცეს.

ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ “24-ე არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

“მას შემდეგ, რაც ყველა დაკავებული დაიკითხება, დამატებითი დეტალები გვეცოდინება. ჯერჯერობით იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ კონკრეტული გამცემი არსებობს, არ გვაქვს. მაგრამ ეს იმ ტიპის არტილერი არ არის, რომელიც თავლთახედვით დამიზნებაა შესაძლებელი, ის ზუსტი კოორდინატებით იყო “დაკვალიანებული”, – განაცხადა შს მინისტრმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვინიცის დაბომბვა, თუმცა განაცხადა, რომ დაიბომბა ოფიცერთა სახლი, სადაც, მათი თქმით, “ნაციონალისტების განთავსების დროებითი პუნქტი იყო”.

როგორც ცნობილია, ვინიცა შავი ზღვის აკვატორიაში მყოფი რუსული წყალქვეშა ნავიდან, “კალიბრის” ტიპის რაკეტით დაიბომბა. რაკეტა ხალხმრავალ ადგილას, სავაჭრო ცენტრსა და სამედიცინო ნაწილს დაეცა.

დაბომბვის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. მაშველები ამ დრომდე ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული