fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ვინიცის დაბომბვის პასუხად, უკრაინელებმა უკვე ოკუპანტთა 4 სამხედრო ობიექტს დაარტყეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ვინიცაზე, ხარკოვსა და მიკოლაევზე დარტყმის პასუხად უკრაინელებმა უკვე მიიტანეს სამი იერიში რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

ბოლო მონაცემებით, ამ სამ ობიექტს კიდევ ერთი დაემატა – ამის შესახებ ოდესის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი წერს და დაბომბილ ლოკაციებსაც ასახელებს.

ბრატჩუკის ინფორმაციით, განადგურებულია შემდეგი ობიექტები: რუსული ბაზა ნოვა კახოვკაში (რამდენიმე დღით ადრე იქ საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს), ასევე საბრძოლო მასალების საწყობები მიკოლაევის ოლქის სნეგიროვკის დასახლებასთან, ასეთივე საწყობი მიკოლაევის ოლქის დასახლება ბაშტანთან და ხერსონის ოლქის დასახლება რედენსკთან.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები წერენ, რომ გაგრძელება ამაღამვე იქნება.

შეგახსენებთ, დღეს დღის საათებში, ვინიცის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია, მათგან ყველაზე უმცროსი კი 4 წლის იყო.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული