ევროპოლიციის ბრალდებას დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების კონტრაბანდასა და შავ ბაზარზე შესაძლო გაყიდვის შესახებ უკრაინის ხელისუფლებიდან ოფიციალურად პირველად გამოეხმაურნენ.
უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექს დანილოვმა განაცხადა, რომ ევროპოლიციის წარმომადგენლებისგან კონკრეტული ფაქტების წარდგენას ელოდებიან.
“მათთან საუბარს და ფაქტების წარმოდგენას ველოდებით”, – თქვა დანილოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის შავ ბაზარზე მოხვედრასა და კონტრაბანდული გზით ქვეყნიდან შესაძლო გატანაზე ინფორმაციის წყაროდ ზოგიერთმა გამოცემამ ევროპოლიციასთან დაახლოებული წყარო დაასახელა. ევროპოლიციას ამ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.