fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ვაღებ კარს!”; “შე **ეო!!” – სოსო გოგაშვილის აყვანის სპეცოპერაციის კადრები

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება სუსის ფაილებისა და სკანდალური ჩანაწერების (მათ შორის, ჟურნალისტების ფარული მოსმენის) გასაჯაროვება და მედიისთვის გადაცემა, დაკავებულია.

კადრებში, რომელიც სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრმა გაავრცელა, ჩანს, რომ გოგაშვილის ეზოში სპეცრაზმელები არიან შეკრებილი, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ სპეცოპერაცია ლილუაშვილმა მოუწყო და ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა, კადრში თავად გოგაშვილი ჩანს, რომელიც ამბობს: “გავაღებინებ ახლა”, მერე კი, კარებზე ბრახუნის პასუხად ამბობს: “ვაღებ კარებს, ე!”. ამის შემდეგ ოთახში შემოცვენილი სპეცრაზმელები ყვირიან: “დაწექით!” და სოსო გოგაშვილსა და მის თანმხლებ პირს იატაკზე აწვენენ.

ვიდეო შეიცავს არანორმატიული ლექსიკას.

სოსო გოგაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლის სახელსაც უკავშირდება უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკის ჩადებით დაკავებები, მათ შორის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დათო ხარშილაძის აყვანა, რომელიც მოგვიანებით გაამართლეს და ციხიდან გაათავისუფლეს, ასევე სკანდალური ჩანაწერების (ე.წ. სუსის ფაილების) გასაჯაროვება ჟურნალისტების მეშვეობით, უკვე თანამდებობის დატოვების შემდეგ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული