fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“უკროპთა შვილების გამო სინანული არ ღირს…” – რას წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები ვინიცის ტრაგედიაზე

უკრაინული ტელეგრამ-არხები აქვეყნებენ რუსი ინტერნეტმომხმარებლების კომენტართა ნაკრებს, რითაც ისინი ვინიცის ტრაგედიას გამოეხმაურნენ. კომენტარების უმრავლესობა ამაზრზენია.

ასე მაგალითად, ერთერთ კომენტარში წერია: “უკროპთა შვილების გამო სინანული არ ღირს – ისინი ხომ გაიზრდებიან და შურს იძიებენ. არაა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, მარტვია: ვწვავთ ქალაქებს და იქ ჩვენებს ვასახლებთ…”.

სხვა კომენტარები კი ასეთია:

“8 ცხედარზე შამპანურს გავხსნი…”; “დიდება პუტინს! ეს თქვენ, დონბასის ბავშვების გამო. დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში!””; “დახოცეთ ყველანი!”;

“ასეთი თავდასხმები ყოველ საათში უნდა ხდებოდეს…”; “რა მშვენიერია!..”.

შეგახსენებთ, ვინიცაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 23 ადამიანი, მათ შორის 4, 7 და 8 წლის ბავშვი დაიღუპა. ქალაქს “კალიბრის” ტიპის მაღალი სიზუსტის რაკეტა დაეცა, რომელიც შავი ზღვის აკვატორიიდან იყო გასროლილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დანგრეული შენობა არ იყო საცხოვრებელი ადგილი და დაბომბვის დროს იქ სამოქალაქო პირები კი არა, სამხედროები იმყოფებოდნენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული