fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინის ავიაცია ხერსონის მიმართულებაზე ოკუპანტებს წარმატებით უტევს

უკრაინის სამხედრო, მოიერიშე ავიაციის მონაწილეობით ორი იერიში იქნა მიტანილი ოკუპანტების პოზიციებზე ხერსონის ოლქში, რა დროსაც ბელოგორკისა და სუხოი სტავკის ტერიტორიაზე ოკუპანტთა საყრდენი პუნქტები და სამეთაურო წერტილები განადგურდა. ოკუპანტთა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამის შემდეგ ოკუპანტებმა თავდაცვითი პოზიციების გამაგრება დაიწყეს. ისინი დაჯგუფებათა როტაციას ახდენენ, ასევე, ხერსონის ოლქში გადაისროლეს სხვადასხვა შენაერთები და ცდილობენ, თავი აარიდონ უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხისმიერ კონტროლს. ამის შესახებ უკრაინის არმიის “სამხრეთის” სარდლობა იტყობინება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული