fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინელებმა ზმეინნი განნაღმეს, ტექნიკისგან გაწმინდეს და… კატა გადაარჩინეს [VIDEO]

მას შემდეგ, რაც კუნძულ ზმეინნიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს (თავად ოკუპანტებმა ეს “კეთილი ნების გამოვლინებად” გამოაცხადეს), უკრაინელები ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ფეხს თანდათან იკიდებენ.

როგორც გახსოვთ, ზმეინნიზე უკრაინის დროშის აღმართვაში ქართველი მებრძოლებიც მონაწილეობდნენ, ახლა კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულზე მესანგრეები (გამნაღმველები) გადასხა, რომლებმაც ტერიტორიის განნაღმვა უკვე დაიწყეს.

კიდევ ერთმა ჯგუფმა დაიწყო საბრძოლო ტექნიკის ნარჩენებისგან კუნძულის გაწმენდა. საბოლოო ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია დამმიზნებელი და მიმართულების მაკორექტირებელი სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატი “ორლან-10”, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ყუმბარმტყორცნები, ნარმმრტყორცნები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ჟურნალი, რუსი ოკუპანტების პირადი დოკუმენტაცია.

ასევე, კუნძულზე აღიმართა უკრაინის სახელმწიფო დროშა და ნაპოვნია ასევე უკრაინელი ფისო, რომელიც გაქცევისას რუსმა ოკუპანტებმა მიატოვეს და რომელსაც ოკუპაციის პირობებში რამდენიმე თვის გატარება მოუწია. ის უკრაინის მიწაზეა, “თანამოძმეებთან” შესახვედრად გადაიყვანეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული