fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინელებმა რუსეთის საამაყო Cy-35 “დაამიწეს” [VIDEO]

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსეთის საამაყო ავიაგამანადგურებელი, Su-35 ნოვა კახოვკასთან ჩამოაგდეს.

“ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტის მოხვედრის შედეგად ალმოდებული თვითმფრინავის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს უკრაინის საჰაერო-ძალების სარდლობაც.

რუსი ოკუპანტების საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ორი ვერსია ფიგურირებს –

1) რუსების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჰაიმარსის რაკეტების მოგერიების მცდელობისას “მეგობრული ცეცხლით” საკუთარ გამანადგურებელს მოარტყა

2) უკრაინელთა ავიაგამანადგურებლები , Su-27 , ან Mig-29 დაედევნენ და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტით( R-27/R-73) ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ომის განმავლობაში ეს უკვე მეორე განადგურებული Su-35-ია უკრაინელთა ანგარიშზე…

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული