fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინელებმა ლუგანსკში, ფრონტიდან 85 კმ-ით დაშორებული ობიექტები დაბომბეს – როგორ?..

რამდენიმე საათის წინ უკრაინელმა არტილერისტებმა M142 Himars-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ლუგანსკში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი და ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების განთავსების ზონა დაბომბეს – ფრონტის ხაზიდან 85 კმ-ში.

ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ ფრონტის ხაზიდან ასე შორს უკრაინელებს ჯერ არ დაუბომბავთ ოკუპანტების პოზიციები – ანუ თუ აქამდე ვიცოდით, რომ Gps-ით მართვად Gmlrs-ის კლასის M31A-ს ტიპის რაკეტებს იყენებდნენ, რომელთა მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 84 კმ-ია, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად სხვა, უფრო მძლავრ რაკეტებთან გვაქვს საქმე

როცა რაკეტების ფრენის სიშორეზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზიდან, მინიმუმ 15-20 კმ-ის დაშორებით მაინც დგანან, როცა Himars-ებიდან ისვრიან, რის ფონზეც რაკეტების მაქსიმალური წვდომა სამიზნეებზე, ფრონტის ხაზს მიღმა 60-65 კმ იყო აქამდე.

ანუ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ დაახლოებით 100-105 კმ-ის დაშორებიდან მაინც დაიბომბა ლუგანსკში ოკუპანტების პოზიციები.

ჩვენი აზრით, ლოგიკური იქნება, ვივარაუდოთ, რომ უკრაინელებს შეიარაღებაში უკვე მიღებული აქვთ Gmlrs Er ( extended range) -ის ტიპის, 150 კმ-ზე მფრენი რაკეტები , რაც საშუალებას აძლევს მათ არმიას, ფრონტის ხაზიდან ძალზე შორს განახორციელოს იერიშები ოკუპანტების განთავსების ადგილებზე. ამ ვარაუდის სისწორე დადასტურდება, თუ მსგავსი დარტყმები მომავალშიც გაგრძელდება ან Gmlrs Er ( extended range) -ის ტიპის რაკეტების მიღებას შეიარაღებაში უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა დაადასტურებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული