12 ივლისი უკრაინის არმიისთვის ისევ წარმატებული საარტილერიო დარტყმების დღე აღმოჩნდა. ამ დღეს ოკუპანტების 6 სამხედრო ობიექტი განადგურდა, რასაც რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო პირის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
განადგურებული სამხედრო ობიექტების სია კი ასეთია:
ნოვა კახოვკა – საბრძოლო მასალების დიდი საწყობი.
დონეცკი, ლენინის რაიონი – საბრძოლო საწყობი.
მელიტოპოლის რაიონი – სამხედრო ნაწილი.
დონეცკი – საბრძოლო მასალების საწყობი ქარხანაში.
დონეცკი, კიროვის რაიონი – საბრძოლო მასალების საწყობი.
დელო ვოლშებნოე, ხერსონის ოლქი – საბრძოლო მასალების საწყობი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 12 ივლისს, ღამის საათებში, უკრაინამ, სავარაუდოდ, “ჰაიმარსის” რაკეტებით დაბომბა ლუგანსკში მდებარე ობიექტები, რის პასუხადაც რუსეთმა სარაკეტო იერიში ბახმუტზე მიიტანა.