ოლექს არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცებიდან ყოველი მესამე ან მოკლულია, ან დაჭრილი.
“ამჟამად უკრაინაშია 135 ათასი რუსი ჯარისკაცია, შესაძლოა, 150.000-იც კი. საერთო დანაკარგი კი, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, 100.000-მდეა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ განადგურებულია 4.000 საბრძოლო მანქანა, და ვივარაუდებთ, რომ იქ ერთი ჯარისკაცი მაინც იჯდა (არადა, მეტნი სხედან), უკვე ადვილად დასათვლელი ხდება, რომ ზარალი ბევრად მეტია…”, – განაცხადა არესტოვიჩმა.