უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს სამშობლოში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ქართველმა მებრძოლმა აკაკი ვარდანაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ხელისუფლებამ, შემდეგ კი საქართველოს საელჩომ უკრაინაში, მოსთხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენა და პირდაპირ უთხრა, რომ არ უნდა ჩარეულიყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან “ეს სხვისი ომია”.
მუქარის მიუხედავად, აკაკი მაინც წავიდა უკრაინაში, თუმცა ახლა სამშობლოში დაბრუნების ეშინია. საელჩოს თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ სამშობლოში ჩასვლისთანავე მას სამ წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ორგანიზებისთვის.