უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის სახელოვანი 106-ე საჰაერო-მოიერიშე დივიზიის სამი ხელმძღვანელი სამხედრო პირი მოკლეს.
სამხედროების მოკვლა დადასტურებულია – რუსულმა მედიამ მათი დაკრძალვის რიტუალს სიუჟეტები და სტატიები მიუძღვნა, ანუ დაადასტურა, რომ სამი პოლკოვნიკი გამწესებულია იოსიფ კობზონის კონცერტზე, “პრესტიჟულ” ადგილას დარბაზში.
კონკრეტულად, ლიკვიდირებული არიან:
პოლკოვნიკი ვასილევი, 51-ე პოლკის მეთაური,
პოლკოვნიკი კუდრინი, მეთაურის მოადგილე შეიარაღების საკითხებში,
პოლკოვნიკი კუზმინოვი, მეთაურის მოადგილე ზურგის უზრუნველყოფის საკითხებში.
მეთაურებთან ერთად, ათზე მეტი ოკუპანტი ჯარისკაცია მოკლული – ისინი უკრაინის სამხრეთით, სავარაუდოდ, “ჰაიმარსის” რაკეტის აფეთქებას ემსხვერპლნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოლექს არესტოვიჩმა რუსეთისთვის პასუხის გაცემა დააანონსა ხარკოვის, ვინიცისა და მიკოლაევის დაბომბვის გამო.