fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაანადგურებს და ყირიმს დაიბრუნებს – თავდაცვის სამინისტრო

უკრაინა გაანადგურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და ყირიმს დაიბრუნებს, – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვოლოდიმირ გავრილოვმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ზრდიან თავიანთ პოტენციალს და ელოდებიან შორი მოქმედების რაკეტების მიღებას, რათა დაიწყონ შტურმი.

“მაგრამ შავი ზღვის წმენდა უკვე დაწყებულია კუნძულ ზმეინნიდან”, – ამბობს გავრილოვი.

გავრილოვის თქმით, რუსეთმა უარი უნდა თქვას ყირიმზე, თუ მას სურს, რუკაზე დარჩეს, როგორც სახელმწიფო.

სხვათა შორის, ერთერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები სევასტოპოლის ყურიდან ნოვოროსიისკენ გადაისროლა, სწორედ “მოფრენის” შიშია და, როგორც გავრილოვი ამბობს, ოკუპანტებმა კარგად იციან, რომ უკრაინა 300 კმ მანძილზე მფრენ რაკეტებს აუცილებლად მიიღებს, ამ რაკეტების გამოყენება კი, შეთაქნხმების მიხედვით, უკრაინას შეეძლება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული