„უკრაინა აშშ-სგან დამატებით 4 ერთეულ M142 Himars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას მიიღებს“ ,- ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას ამ მომენტისთვის აშშ-სგან უკვე მიღებული აქვს და აქტიურად იყენებს 14 ერთეულ M142 Himars/M270 – ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომლებიც Gmlrs-ის Gps-ით მართვად რაკეტებს ( M31/M31A) 84 კმ მანძილზე იყენებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ Himars-ების ახალ პარტიასთან ერთად უკრაინა MGM-140 Atacms-ის ტიპის 300 კმ-ზე მფრენ ტაქტიკურ რაკეტებსაც მიიღებს.