იტალიური ტელეარხის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ალესანდრო სალიუსტიმ კოლეგა პუტინის სასარგებლო პროპაგანდაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან წითელ მოედანზე გადაღებული STAND UP წარმოადგინა.
სალიუსტიმ კრემლს უწოდა ადგილი, სადაც მე-20 და 21-ე საუკუნეებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ყველაზე საშინელი დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილებები იყო მიღებული, რის შემდეგაც ეთერი დატოვა.