fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

TikTok-მეომრობა გადამდებია: “კადიროველებს” კონკურენტები ჰყავთ [VIDEO]

ყველას გვახსოვს, რომ უკრაინულ ინტერნეტსივრცეში “კადიროველთა” იმ ნაწილს, რომლებიც პიარ-რგოლების გადაღებითა და საბრძოლო სცენარების დამოუკიდებლად მოფიქრებით, გადაღებითა და ატვირთვით იყვნენ დაკავებულები (უმეტესწილად, “ტიკ-ტოკს” სწყალობდნენ), სხვადასხვა სახელი შეარქვეს:

ზოგმა “ტიკ-ტოკ ჯარები”, ზოგმა “ტიკ-ტოკ მეომრები” და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, “ტიკ-ტოკ მეომრებს კონკურენტები ან, უკეთეს შემთხვევაში, მიმდევრები გამოუჩნდნენ, რუსი ოკუპანტების სახით. ამჯერად სწორედ რუსმა ოკუპანტებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ასახულია დაუნდობელი შეტაკება მიმართულებით: “ჰაერი-მიწა”, როცა რუსმა ოკუპანტებმა მომაკვდინებელი ცეცხლი გახსნეს ვერტმფრენიდან.

შეიძლება ითქვას, ამ სფეროში ეს ბიჭები დამწყები არიან, რადგან ის ვერ გაითვალისწინეს, რომ კადრში ვერტმფრენთან და ტყვიამფრქვევთამ ერთად, ქვემოთ, მიწაზე, ცარიელი ველიც ჩანდა და შესაბამისად, კარგად ჩანდა ისიც, რომ მინდორზე არ იყო არც მოწინააღმდეგის ტექნიკა, არც პოზიციები…

“დაუნდობელ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გაიმარჯვა მინდვრის ველმა”, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული