fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

თუკი ამერიკელებს პრეტენზიები აქვთ ერმაკთან, უნდა დაასაბუთონ – ზელენსკის ადმინისტრაცია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიუღია მიმართვა აშშ-ის კონგრესმენ ვიქტორია სპარტცისგან, გადაწყვიტოს “ერმაკის პრობლემა” – საუბარია ბრალდებებზე, რომელსაც კონგრესმენი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს უყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ანდრეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ “ერმაკთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიები – ამერიკელების საქმეა და მათ უნდა ვაცალოთ, გაერკვნენ პრობლემაში”.

“ისმის რაღაც ბრალდებები და თუ ვიქტორია სპარტცს აქვს ამ ბრალდებათა დამადასტურებელი ფაქტები, გაასაჯაროვოს. ჯერჯერობით, ასეულობით დეპუტატიდან ერთის პრეტენზიების გარდა, ჩვენ არაფერი მოგვისმენია”, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ვიქტორია სპარტცმა წერილით მიმართა აშს-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა შემოწმდეს ანდრეი ერმაკის “რუსული კავშირები”. პასუხად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ სპარტცს ურჩია, უარი თქვას “ომის თემასთან დაკავშირებული საკითხებზე უსაფუძვლო სპეკულაციებით დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობაზე”.

ამ მიმართვის საპასუხოდ კი სპარტცმა თავის საიტზე გამოაქვეყნა ერმაკთან დაკავშირებული პრეტენზიების ნუსხა, რათა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაჭრას “ეს პრობლემა”. სპარტცი ერმაკს ომის დაწყების წინ რუსეთთან წარუმატებელ მოლაპარაკებასა და ხერსონის სწრაფი ოკუპაციის გამო უყენებს პრეტენზიებს.

კონგრესის უკრაინის კომტეტმა სპარტცის ამ განცხადების შემდეგ დაგმო აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული ნდობის შერყევის მცდელობა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული