“ალფა სიხშირის” სკანდალური ექსკლუზივი: თბილისში რუსეთის სახელმწიფო ნომრით, ФСБ-ს “კადილაკ ესკალადი” გადაადგილდება.
ფოტო “ალფა სიხშირეს” თვითმხილველმა მიაწოდა, რომელმაც მანქანა მობილურით გადაიღო, თუმცა, თავად ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
მან მანქანა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, საქალაქო სასამართლოსთან დღეს, 11 ივლისს, 12:54 წუთზე გადაიღო, როცა ტაქსში იჯდა.
მისი ყურადღება თავდაპირველად სპორტული აღნაგობის ორმა, სლავური გარეგნობის კაცმა მიიპყრო, რომლებიც წინა სავარძლებზე ისხდნენ, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ სანომრე ნიშანზე დატანილი იყო წარწერა: ФСБ Росси́и.
თვითმხილველმა ვერ შეძლო დაედგინა, სულ რამდენი ადამიანი იჯდა მანქანაში, დაბურული მინების გამო.
ცნობისთვის, რეგიონული კოდი 763 რუსეთის სამარის ოლქს ეკუთვნის.
