რუსეთის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები, რომელიც, მცირეოდენი სახეცვლილებით სსრ კავშირის აღდგენის თემაზეა შექმნილი და რომელზეც საქართველოს დროშაცაა დატანილი.
“შინ დაბრუნების დროა!” – აწერია პლაკატს დიდი შრიფტით, ასევე ჩანს წარწერები: “საკავშირო სახელმწიფო – ჩვენი საერთო სახლია!” და “როცა ჩვენ ერთად ვართ, დაუმარცხებლები ვართ!”.
ფოტო რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.
