ხანგრძლივი წვიმის შედეგად რუსეთში, ქალაქი სოჭი დაიტბორა, დატბორილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულსა და სარდაფებში, დაიტბორა სასწრაფო დახმარების სადგურიც.
ზოგან მანქანები წყალმა დაფარა. ბოლო ინფორმაციით, რომელიც სოჭის მერმა გაავრცელა, დაღუპულია, მინიმუმ, ერთი ადამიანი.