ოკუპანტთა იერიშები წარუმატებლად დასრულდა სლავიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე: უკრაინელებმა შეძლეს მტრისთვის დიდი ზარალის მიყენება და ისინი უკუიქცნენ, – ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბი იტყობინება.
კერძოდ, ოკუპანტები უკუიქცნენ გრიგოროვკასთან, ასევე, მათი მცდელობა, პოზიციები გაეუმჯობესებინათ ბერესტოვის, ბელოგოროვკის, იაკოვლევკისა და ნოვოლუგანსკის მიმართულებებზე, უშედეგოდ დასრულდა.
რუსმა ოკუპანტებმა შაბათ-კვირას იერიში მიიტანეს ასევე მიხაილოვკის, პავლოვკისა და ნოვომიხაილოვკის დასახლებულ პუნქტებზე, სადაც მიიღეს საპასუხო დარტყმა და იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.