fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სირენები მოსკოვში – რა ხდება?

20 ივლისს მოსკოვში, მთელი ქალაქის მასშტაბით სირენები და ხმის გამაძლიერებლები ჩაირთვება. რა ხდება რუსეთის დედაქალაქში?

სირენების გეგმიური ამოქმედების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე დღეა, აფრთხილებენ. ოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ სირენებსა და ხმის გამაძლიერებლებს ამოწმებენ იმ შემთხვევებისთვის, თუ ბუნებრივი ად ტექნოგენური დაბრკოლებები წარმოიქმნება. მოსკოვის მერიის მტკიცებით, ეს “სასწავლო განგაშია”.

კონკრეტულად, მთელი ქალაქის მასშტაბით, 20 ივლისის დილის 10:40 (მსკ. დრო) საათიდან 12:00 საათამდე ჩაირთვება სირენა და გამაფრთხილებელი მოწოდება: “ყურადღება! ყურადღება!”.

უკრაინულ ტელეგრამ-არხებსა და მედიასაიტებზე ირწმუნებიან, რომ რუსეთი ამით თავის მოსახლეობას ან კრემლის მიერ ბირთვული დარტყმის პასუხისთვის ამზადებს, ან ნატოსგან ელოდება, რომ ისინი რუსეთის სიღრმეში მდებარე ქალაქებს დაბომბავენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული