fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

შურისძიება ვინიცისთვის შედგა: ათზე მეტი რუსული ობიექტი დაიბომბა | პირველი ვიდეო

ჯერ კიდევ გუშინ, გვიან ღამით, ოლექს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ვინიცაზე, ხარკოვსა და მიკოლაევზე დარტყმის პასუხად უკრაინელებმა უკვე მიიტანეს სამი იერიში რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

მოგვიანებით, ამ სამ ობიექტს კიდევ ერთი, შემდეგ კი უკვე კიდევ სამი დაემატა – ამის შესახებ ოდესის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი წერს და დაბომბილ ლოკაციებსაც ასახელებს.

ბრატჩუკის ინფორმაციით, განადგურებულია შემდეგი ობიექტები: რუსული ბაზა ნოვა კახოვკაში (რამდენიმე დღით ადრე იქ საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს), ასევე საბრძოლო მასალების საწყობები მიკოლაევის ოლქის სნეგიროვკის დასახლებასთან, ასეთივე საწყობი მიკოლაევის ოლქის დასახლება ბაშტანთან და ხერსონის ოლქის დასახლება რედენსკთან.

კიდევ სამი ლოკაციის დასახელება მოხდება მას შემდეგ, რაც ამისთვის ნებართვას უკრაინის არმიის გენშტაბიო გასცემს. სავარაუდოდ, საუბარია ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში დაბომბილ რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

ამავდროულად კი გავრცელდა ნოვა კახოვკაში რუსული ბაზის აფეთქების ამსახველი ვიდეომასალაც:

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული