„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ბრძოლებში 11 000 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი.
„ ლიკვიდირებულია 2 – 3000 ლუგანსკელი სეპარატისტი მებრძოლი, ხოლო 8000-მდე მებრძოლი კი უშუალოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
დაიჭრა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 20 000-მდე რუსმა მებრძოლმა, რომელთაგან 6 500 მძიმედ დაშავდა- ბევრ მათგანს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის ბრძოლები თითქმით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ლუგანსკის ოლქში.