fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

СБУ-მ კრივოი როგში ოკუპანტთა ჯაშუში-კორექტორი დააკავა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კრივოი როგში დააკავა კაცი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს კოორდინატებს აწვდიდა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას ახდენდა.

დაკავებული ადგილობრივი საწარმოს მაღალი თანამდებობის პირია. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, გარეულია კრივოი როგის აეროდრომის დაბომბვის კორექტირებაშიც – აეროდრომი მარტში დაიბომბა.

“გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, კაცი მაისი-ივლისის მონაკვეთში, რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით, ტელეგრამ-მესენჯერის მეშვეობით, ოკუპანტებს აწვდიდა რუქების სკრინშოტებს, სადაც განთავსებული იყო სამხედრო ობიექტები კრივოი როგის ტერიტორიაზე, ასევე ფოტო და ვიდეომასალას საბრძოლო ტექნიკის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ”, – აცხადებენ უშიშროებაში.

ჩხრეკის დროს დაკავებულს აღმოუჩინეს კავშირგაბმულობის საშუალებები, რომელთაც ის ოკუპანტებთან ურთიერთობისას იყენებდა, ასევე, მიმოწერაში აღმოჩნდა აგენტურული საქმიანობის დამადასტურებელი გზავნილები.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული