fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“სასაცილო სანახავი იყო, როგორ გარბოდნენ “კადიროველები” – რას იხსენებს უკრაინელი ოფიცერი

უკრაინელი სამხედროები იხსენებენ ეპიზოდს, როცა მათ შეტაკება მოუწიათ რამზან კადიროვის “ტიკ-ტოკ მეომრებთან”, იგივე “კადიროველებთან”.

მათი თქმით, ბრძოლის დროს კადიროველებს ფლანგიდან მოუარეს და მათი შენაერთი მიწასთან გაასწორეს: “სასაცილო სანახავი იყო, როგორ გარბოდნენ”, – იხსენებს უკრაინელი ოფიცერი.

ის ამბობს, რომ ამ შეტევის დროს კადიროველებმა 10 ადამიანი დაკარგეს, ხოლო 8 მებრძოლი დაიჭრა.

“წარმოიდგინეთ, აერომობილური სადესანტო განყოფილება შევიდა ფლანგიდან ი9ქ, სადაც ეს დაქირავებულები იყვნენ და მათ დიდი ზიანი მიაყენა. და ჩვენ, უბრალოდ, თვალს ვადევნებდით სასცილო სიტუაციას – როგორ გარბოდნენ ეს “შავი კაცუნები” თავიანთი პოზიციებისკენ”, -იხსენებს ოფიცერი.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან ახმატ კადიროვის სახელობის ბატალიონის წევრები, რომელთა დევიზია “ახმატ სილა”, ხოლო უკრაინელთა მხარეს იბრძვიან შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის წევრი ჩეჩნები, რომლებიც რამზან კადიროვის მომხრეებს არა ჩეჩნებად, არამედ “კადიროველებად” მოიხსენიებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში და, განსაკუთრებით, სევეროდონეცკისთვის ბრძოლებში, ათეულობით კადიროველია მოკლული: მხოლოდ ერთ კვირაში, სევეროდონეცკთან, 28 კადიროველი მოკლეს და 47 დაჭრეს, რის გამოც ცოტა ხნის წინ პოპულარული გახდა ამ თემაზე დაწერილი სტატიის სათაური, რომელიც ერთერთ სამხედრო ჟურნალისტს რომან ციმბალიუკს ეკუთვნის: “ახმატი” ძალა კი არა – საფლავებია!”

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული