“ უკრაინისკენ უკვე მიემართება კიდევ 6 ერთეული 155 მმ-იანი Caesar-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი” – აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კეტრინ კოლონა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას 12 ერთეული Caesar-ი უკვე მიღებული აქვს და +6 -ს უახლოეს საათებში მიიღებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინის არტილერიის ეფექტური მოქმედების გამო, ბოლო პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა, ფაქტობრივად, წინ ვერ წაიწიეს დონბასის მიმართულებაზე და ამას გარდა, თავიანთი საბრძოლო მასალების საწყობები ფრონტის ხაზიდან მოშორებით გადაიტანეს.