fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სამეთაურო პუნქტისა და საწყობის აფეთქების პასუხად, ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს

ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა შტურმი მიიტანეს ბახმუტის მიმართულებაზე, რაც ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მასობრივ საარტილერიო დაბომბვაში გამოიხატა. ამით რუსული შენაერთები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ წინ, ჯერჯერობით, ვერ წაიწიეს. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტებს უკრაინელებმაც შეუტიეს. განადგურებულია მტრის 5 საყრდენი, მათ შორის, სამეთაურო პუნქტი, ასევე აფეთქებულია საბრძოლო მასალების საწყობები მიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში.

საერთო ჯამში, მხოლოდ 20-21 ივლისის განმავლობაში, უკრაინელთა შეტევის შედეგად, მოკლულია 111 ოკუპანტი, განადგურებულია ჰაუბიცა “Мста-Б”; 2 თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა “Нона-С”; უპილოტო საფრენი აპარატი “Элерон”; 13 ️ერთეული დაჯავშნული და სხვა ტიპის სამხედრო მანქანა.

დადასტურებულია სამეთაურო და სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტებისა და ჯამში, 6 საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება ხერსონის, ბერისლავისა და კახოვსკის რაიონებში.

ოკუპანტებმა ამ დარტყმებს სარაკეტო იერიშებით უპასუხეს. ქალაქ მიკოლაევში გვიან ღამით რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმა. რამდენიმე რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა გააუვნებელყო, რამდენიმე კი დასახლებულ პუნქტებთან ჩამოვარდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული