საბერძნეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელიც საბერძნეთში იმყოფებოდა და, როგორც გამოძიებამ გაარკვია, ცალკეულ ობიექტებს პერიოდულად თავს ესხმოდა.
17 ივლისს კი პოლიციის მიერ 34 წლის კაცის დაკავების მიზეზი აფთიაქში შეჭრა და ფულის გატაცების მცდელობა გახდა. შემთხვევა ამპელიკოფში მოხდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დროს, როხა კაცი აფთიაქში შეიჭრა, იქვე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პატრულირებდა.
გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე 2021 წლის დეკემბრიდან შედიოდა მაღაზიებში და ფულთან ერთად, სხვადასხვა ნივთებსაც იპარავდა.