fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსეთს უკრაინისთვის გადაცემული არცერთი HIMARS არ გაუნადგურებია – გენერალი მილი

ამერიკელი გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გადაცემული არცერთი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS რუსეთს არ გაუნადგურებია.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე ცალკეული მედისასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, აშშ-მა უკრაინას უკვე გადასცა 12 ერთეული “ჰაიმარსი”, უახლოეს დღეებში კი უკრაინის არმია კიდევ 4 ერთეულ ამ სისტემას მიიღებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული