fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსეთის შეტევის შესაჩერებლად 50, კონტრშეტევისთვის კი – 100 MLRS გვჭირდება – რეზნიკოვი

რუსეთის შეტევების შესაჩერებლად უკრაინას, მინიმუმ 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “ჰაიმარსი”და M270 სჭირდება, ხოლო იმისთვის, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეთ, მინიმუმ, 100 ასეთი სისტემა უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექს რეზნიკოვმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დახმარების ახალი, 700 მლნ. დოლარიანი დახმარების პაკეტში შედის “კიდევ უფრო მეტი “ჰაიმარსი” და საბრძოლო მასალები ამ სისტემისთვის”, ხოლო საფრანგეთმა განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს 6 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო ჰაუბიცა “ცეზარს”, რის შემდეგაც ფრანგული საბრძოლო ტექნიკის ამ სახეობის რიცხვი უკრაინაში 18-მდე გაიზრდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული