ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან ამ დრომდე რუსეთის იერიშების სამიზნე მხოლოდ 300-ჯერ იყო უკრაინაში განთავსებული სამხედრო ობიექტები, დანარჩენ შემთხვევებში კი მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო ამოღებული.
ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა. სულ კი, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 17.314 საავიაციო და სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა განახორციელა.
14-15 ივლისის ღამეს დაიბომბა მიკოლაევი და მიკოლაევის ოლქი. როგორც სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისის დროით 15 ივლისის 09:00 მონაცემებით, მიკოლაევში 17 “მოფრენა” დაფიქსირდა, თუმცა, რაკეტების ნაწილის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ცნობები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება.