“ალფა სიხშირის” ერთერთი დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მაკა რაზმაძის გადაცემაში “ჩაი” ჩართვის დროს ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა უამრავჯერ გამოუწოდა დახმარების ხელი საქართველოს.
მისი თქმით, ამის დასამტკიცებლად მხოლოდ იმის აღნიშვნაც კი საკმარისია, რომ სწორედ ამ ორგანიზაციების დაფინანსებიღ აღდგა უამრავი ეკლესია და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები:
“სწორედ ევროპული ორგანიზაციებისა და ამერიკელების დამსახურებაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგალითად, აღდგენილია უამრავი ეკლესია და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები, რუსებისგან განსხვავებით, ისინი არ აბათქაშებენ ჩვენს ფრესკებს”, – თქვა ირაკლი ჩხვირკიამ ჩართვის დროს.