ე.წ. “რამშტეინის ჯგუფის” შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში, 20 ივლისს გაიმართება, – ამის შესახებ პენტაგონი იუწყება.
“რამშტეინის ჯგუფის” შეხვედრაში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან და კიევისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების დეტალებს განიხილავენ. სახელწოდება გერმანიის ქალაქ რამშტეინში მდებარე უდიდეს ამერიკულ ბაზას უკავშირდება – პირველი შეხვედრა სწორედ იქ გაიმართა.
შეხვედრიდან შეხვედრამდე “რამშტეინის ჯგუფის” წევრთა შემადგენლობა იზრდება. “რამშტეინ-3”-ის შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრიც იყო წარმოდგენილი.