fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“რამშტეინ-4”-ის მონაწილეებმა ხმელეთზე, ზღვაზე და ცაში უკრაინის გაძლიერების პირობა დადეს

Ukraine Defense Contact Group-ის მონაწილე უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა, “რამშტეინ-4”-ის ფორმატით შეკრებისას პირობა დადეს რომ უკრაინის არმიას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ახალი დეტალი ამ პირობებში ისაა, რომ ახლა საუბარია შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საჭიროებებით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექს რეზნიკოვის ინფორამაციით, მოკავშირეებთან განიხილეს ამუნიციის, შეიარაღებისა და სამხედროების წვრთნის დეტალები. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამას მოწინააღმდეგე მალე ბრძოლის ველზე იგრძნობს. რეზნიკოვის თქმით, “არის ახალი ვალდებულებები პარტნიორების მხრიდან, რაც მიწაზე, ცაში და ზღვაზე აღჭურვასა და გაძლიერებას გულისხმობს”.

რეზნიკოვმა დაამატა, რომ მათ პარტნიორებს გააცნეს სხვადასხვა ფრონტზე არსებული მდგომარეობა და ესაუბრნენ უკრაინის არმიის გადაუდებელ საჭიროებებზე.

ოლექს რეზნიკოვის თქმით, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ომით “გადაღლა” გამორიცხულია და ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ მზად არიან, უკრაინას მხარი დაუჭირონ მის საბოლოო გამარჯვებამდე.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული